21.12.2012
Thursday, December 6, 2012
NASA
NASA-ს მოსაზრება
ნასას (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამართველო აშშ-ში) მეცნიერები ამბობენ, რომ 2012 წლის 21 დეკემბერი ქვეყნის აღსასრულის დღე არ იქნება. მითი ქვეყნის აღსასრულის შესახებ იწყება მოჩვენებითი პლანეტით, რომელიც მოემართება დედამიწისკენ ანუ მოხდება შეჯახება. ეს კატასტროფა ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში იყო ნავარაუდები; 2003 წელს, ფაქტია, არაფერი არ მომხდარა, დღეს კი ეს თარიღი 2012 წლისთვის გადადეს და რატომღაც მაიას ტომს დაუკავშირეს, უფრო კონკრეტულად, მაიას ტომის კალენდარს და თქვეს, რომ ის სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება.
ბიბლია აღსასრულის შესახებ
ბიბლიური ვერსია
ბიბლიის კოდი, რომელიც ისრაელში რამოდენიმე მეცნიერმა გატეხა (ნიუტონმა პირველად წარმოთქვა ჰიპოთეზა, რომ ბიბლია შეიცავს კოდს, რომელიც მომავალს წინასწარმეტყველობს) გამოაჩინა რამოდენიმე სიტყვათა მიმდევრობა – კატასტროფა, 2012 წელი, დედამიწა განადგურებული, დასასრული, დიდი ქვა, ცეცხლი. ამ სიტყვათა მიმდევრობა და დამთხვევა შემთხვევითობა არ არის, რადგან მათემატუკურად ასეთი დამთხვევის ალბათობა თითქმის ნულს უდრის.
ბიბლიის კოდი აგრეთვე შეიცავს პირველი კატასტროფის თარიღს 2009–2010 წლები, რომელიც სხვა წრამოდენიმე წყაროშიც არის ასახული. ეს კატასტროფა იქნება ძალიან დიდი, მაგრამ 2012 წლის კატასტროფა იქნება უდიდესი, რომელიც კაცობრიობას, ჩვენს ცივილიზაციას შეცვლის.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით 2012-ის შემდეგ დედამიწაზე გადარჩენილთა რიცხვი იქნება 200 მილიონს (მაქიმუმი) და 145,000 (მინიმუმი) შორის. აგრეთვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ მაიას მიმდევრებს.
ორაკულის წინასწარმეტყველება
ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, ნასა–სთვის განცხადება გააკეთა.თავის გზავნილში ლამა იუწყება, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს“ გაივლის
ლამას თქმით, 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.ამ დროისათვის, დედამიწა გაივლის გალაქტიკის „ნულოვან პოლუსს“. „ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს“. თუმცა, ტიბეტელი ბერი ირწმუნება, რომ საშიში არაფერია და ეს მდგომარეობა მხოლოდ სამი–ოთხი დღე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ კვლავ მზის შუქი გამოჩნდება.
ბერის განცხადებითვე, „კოსმოსურ სიბნელის“ მოახლოვებას ცხოველები ადრევე იგრძნობენ და გამოქვაბულებში დაიმალებიან, ქალაქების მცხოვრებლები ამას ვერ იგრძნობენ და ამიტომ მათ შორის ფსიქიკური დაავადებების მსხვერპლნიც იქნებიან. შესაძლოა დედამიწის 10 პროცენტიც დაიღუპოს.
შამბალის ორაკულმა დედამიწელებისათვის პრაქტიკული რეკომენდაციებიც დაწერა:
- თქვენ ადრევე უნდა მოემზადოთ ამ ციკლის ცვლილებისათვის, ყველა საქმე 2012 წელსვე მოითავეთ, არ დაიწყოთ არაფერი ახალი. 20 დეკემბრამდე ბავშვები წაიყვანეთ და მთელი დოკუმენტები, ფული და ყველაფერი წაიღეთ და გადით ქალაქგარეთ ბუნებაში. წაიღეთ პროდუქტები 2 თვისათვის, რადგან ელექტროქსელი დიდი ხნის მანძილზე არ იქნება. სახლში იქონიეთ წყლის მარაგი. ბნელ დღეებში არ უყუროთ ფანჯარას, არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს და ყურებს, არ გახვიდეთ ქუჩაში, რადგან შეიძლება დაიკარგოთ. შუქის მოსვლის შემდეგ, ქალაქებში დაბრუნება არ იჩქაროთ, აჯობებს გაზაფხულამდე ბუნებაში დარჩეთ.
- ტიბეტელი ლამას აზრით, სრული გამოსვლა „ნულოვანი სატყელიდან“ 2013 წლის 7 თებერვალს მოხდება, აღდგება ელექტროენერგია და დედამიწა სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, ლამა ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ადამიანების მსოფლხმედველობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და ისინი უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას სულიერებას.
მაიას ტომის წინასწარმეტყველება
მაიას ცივილიზაციამ ეს დღე და რიცხვი ოცი ათასი წლის წინ იწინასწარმეტყველა და თავისი ცივილიზაციის დასასრულიც თარიღიც კი ზუსტად დაასახელა. მაიას ცივილიზაცია, რომელიც ჩრდიელოეთ და აღმოსავლეთ ამერიკის ინდიელ ტომებს წარმოადგენენ, ყველაზე განვითარებული იყო, რადგან მათმა ასტროლოგებმა იცოდნენ იგივე ინფორმაცია ჩვენს პლანეტაზე და გალაქტიკაზე, რომელიც თანამედროვე მეცნიერებს 21–ე საუკუნის ტექნოლოგიამ მოუტანა. საიდან და როგორ მიიღო ეს ინფორმაცია მაიას ცივილიზაციამ, ეს კიდევ მსჯელობის საგანია. მაიამ იწინასწარმეტყველა მე–13 ბახტუნის დამთავრება, რომელიც იქნება 21 დეკემბერი, 2012 წელი. ამით ყოველივე ძველი მთავრდება და ახალი ცივილიზაცია, ახალი სამყარო იქმნება...
Subscribe to:
Comments (Atom)





